მთავარი | ჩემი პროფილი | გამოსვლა | შესვლა




Yulia VolkovaLena Katina







200 Po Vstrechnoy200 Km/h ITWLDangerous & MovingLyudi InvalidyVesyolye Ulybki












Waste Management













ლენა კატინა 1984 წლის 4 ოქტომბერს, იულია ვოლკოვა კი, 1985 წლის 20 თებერვალს დაიბადა. ორივე გოგონა ბავშვობაში ბავშვთა კოლექტივში „Непоседы" მღეროდა.






ვიდეორგოლის „Я сошла с ума" გადაღებისას, ლენას თითქმის 10 კილოს დაკლება მოუწია, იულიას კი თმის შავ ფერზე შეღებვა და მოკლე ვარცხნილობის გაკეთება მოუხდა.

გოგონებს სახლში არ აქვთ პერსონალური კომპიუტერი.

1999 წელს ჯგუფი „Тату" და ორი გოგონას სიყვარულის ისტორია ერთდროულად შეიქმნა.

2000 წლის სექტემბერში, ჯგუფის პირველი სინგლის „Я сошла с ума" დებიუტი რადიოში შედგა, რომელიც გამოსვლისთანავე, ჰიტ-აღლუმების ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ეროვნულ და რეგიონალურ რადიოსადგურების ეთერში, ჰიტი „Ясошла с ума" 10000-ჯერ გავიდა.

2001 წლის მაისში დუეტის მეორე სინგლის „Нас не догонят", დებიუტი შედგა.

იმავე წლის 21 მაისს, კომპანიამ „Universal Music Russia", დუეტის სადებიუტო ალბომი „200 по встречной" გამოუშვა. მთელი წლის მანძილზე ალბომის 850 000 ლეგალური ასლი და 4 მლნ.პირატული ვერსია გაიყიდა.

2001 წლის სექტემბერში, რადიოეთერში დუეტის სინგლის „ Полчаса" პრეზენტაცია შედგა.
სექტემბერში, ჯგუფის ვიდეორგოლი „Я сошла с ума", „MTV Russia"-ას მაყურებლების ხმებით, წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დასახელდა.
2001 წლის ნოემბერში დუეტის „Тату" ალბომი „200 по встречной", აღმოსავლეთ ევროპაში გამოდის. დეკემბერში კი, ალბომის რუსულენოვანი ვერსია ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის ჩარტების ლიდერი ხდება.
ჯგუფმა რუსეთში, გერმანიაში, ბულგარეთში და სლოვაკეთში 150 კონცერტი გამართა.
2002 წლის თებერვალში, კომპანია „Universal Music Russia", ალბომის „200 по встречной" ახალ, ფართო გამომცემლობის ვერსიას წერს.
მარტის დასაწყისში ჯგუფი გერმანიაში, პრომო-ტურნეზე გაემგზავრა. აპრილში კი, მათ საკონცერტო ტურნე ჩეხეთსა და ისრაელში გამართეს.
2003 წელს ჯგუფი „t.A.T.u.", მონტე-კარლოში „World Music Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე „მსოფლიოში საუკეთესო ჯგუფად", „მსოფლიოში საუკეთესო დუეტად" და „მსოფლიოში საუკეთესო მოცეკვავე ჯგუფად" დასახელდა.

იმავე წლის 1-2 დეკემბერს, დუეტმა იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოს საკონცერტო მოედანზე „Tokyo Dome", 43 000 მაყურებლის წინაშე ორი კონცერტი გამართა.

2004 წლის იანვარში, გოგონებმა მაყურებელს საშუალება მისცეს, მეორე ალბომზე მუშაობისთვის, პირდაპირ ეთერში, რეალურ შოუში „Тату в Поднебесной" ეყურებინათ.
იმავე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ იულია ფეხმძიმედ იყო... თუმცა, ამას ჯგუფის შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია.

2005 წლის 17 იანვარს ლოს-ანჯელესში, დუეტმა „Village"-ის ცნობილ სტუდიაში, მსოფლიოში ცნობილ შოუ-ვარსკვლავებთან ერთად, ახალ ალბომზე დაიწყეს მუშაობა. აპრილში კი, ახალი ალბომის სახელწოდება - „Люди-инвалиды" გახდა ცნობილი.

2006 წლის თებერვალში, ჯგუფი, „საუკეთესო ჯგუფის" სტატუსის და „TRL იტალიის" ჯილდოს მფლობელი ხდება.

2007 წლის ზაფხულში გოგონები რიგით მესამე ალბომზე „Управление Отбросами" მუშაობენ, რომლის საერთაშორისო სახელწოდებაა „Waste Management".

2007 წლის 29 დეკემბერს, დილით, 6:35 სთ-ზე, იულიას ვაჟი შეეძინა.
2008 წლის 21 ოქტომბერს, დუეტის ახალი ალბომის „Веселые улыбки" პრეზენტაცია შედგა. გამოსვლიდან პირველივე კვირას, ამერიკული სერვისის „iTunes", ალბომების ჩარტში, 92 პოზიციაზე აღმოჩნდა.

2009 წლის აპრილში, დუეტის ახალი ვიდეორგოლის „Снегопады" შედგა. მოგვიანებით კი, YouTube და Itunes-ზე რუსულენოვანი სინგლის „Snowfalls" საერთაშორისო ვერსია გაჩნდა.

იმავე წლის გაზაფხულის ბოლო დღეს, 31 მაისს, დუეტმა „t.A.T.u", საიუბილეო 10 წლისთავი აღნიშნა. ჯგუფში მუშაობის პარალელურად, გოგონები სოლო-კარიერის მოწყობითაც არიან დაკავებულები.




ძიება

New

BMW

House

Reclama

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩანაწერების არქივი


R.co Music © 2024