მთავარი | ჩემი პროფილი | გამოსვლა | შესვლა


This Is the LifeA Curious Thing








ემი მაკდონალდი - მთელს მსოფლიოში განთქმული მომღერალი შოტლანდიიდან, რომელიც დაიბადა 1987 წლის 25 აგვისტოს. ასეთი საპავტიცემულო წოდების დამსახურება ემიმ შეძლო თავისი ტალანტითა და ინდივიდუალურობით. მან ბავშვობიდანვე დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა და ფაქტიურად იმის შემდეგ არასდროს შეუწყვეტია საყვარელ ინსტრუმენტზე დაკვრა. 15 წლის ასაკში შედეგად ის უკვე უკრავდა აკუსტიკურ კონცერტებზე, მისი პროფესიული კარიერა კი დაიწყო 2007 წლიდან, როცა ახალგაზრდა შოტლანდიელ გოგონას შეუსრულდა 19 წელი. თავისი პირველი სტუდიაში ჩაწერილი ალბომი: "This Is The Life" გახტა პლატინის: მთელი მსოფლიოს მაშტაბით გაყიდული იყო 2.5 მილიონზე მეტი კოპია დისკისა. რათქმაუნდა გასაკვირი არა არის ის, რომ ეს ფაქტი ახარებდა ემის, მაგრამ თავისი სიტყვით დიდ სიამოვნებას ღებულობს, როცა ის გამოდის ცოცხლად, რომელიც ტარდება სხვა-და-სხვა კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ემისათვის მხოლოდ ხელოვნების მთავარ შემადგენელ კომპონენტად მიაჩნია მხოლოდ ცოცხალი მუსიკის ენერგეტიკა.

სწორედ განუმეორებლობამ და თვითყოფადობამ განუსაზღვრა სტლი ახალგაზრდა შოტლანდიელ მომღერალს: პირველი ადგილი ენიჭება გიტარას, მელოდიურობას, რომელიც რათქმაუნდა განისაზღვრება ბასის პარტიებით და რათქმაუნდა ემის შესანიშნავი ვოკალი, ღირს აღსანიშნად ის ფაქტი, რომ ბევრი მუსიკის ექსპერტი ემი მაკდონალდის ხმას ადარებენ ირლანდიის სკოლის თვალსაჩინო ვოკალისტს ჯგუფ "The Cranberries"_დან დოლორეს ო'რიორდანს. ასევე თვალსაჩინოა ემის ტექსტები, ვინაიდან ის დიდ როლს თამაშობს ემის სიმღერების შექმნაში. ემი ამბობს, რომ ის წერს ტექსტებს თავისი ცხოვრებისეულ გამოცდილების დაყრდნობით და მასში აღწერს იმას, რაც მას აინტერესებს და რაც მისთვის ახლოსაა. მსოფლიო აღიარებამ არანაირად არ იმოქმედა თავის მსოფლმხედველობაზე და ემი ისევ თავის შეგონებას თავისი გულდან ღებულობს, მიუხედავად ყველაფრისა ემის სამუშაო განრიგი იგივე დარჩა, რაც ადრე ქონდა - პატარა და მყუდრო სტუდიაში განაგრძობს სიმღერების ჩაწერას, რომელიც განლაგებულია თავისი მეგობრისა და მენეჯერის პიტ უილკინსონის სახლში სურეის საგრაფოში. უფრო მეტიც, თავის კომპოზიციაში "Pretty Face"_ში ემი ახსენებს თავის ვარსკლაურ ცხოვრებას და ღიად აცხადებს იმას, რომ ის ვერ იტანს სახარბო მხარეს მუსიკალური ინდუსტრიისა: "მე მაინტერესებს მუსიკა და არა ის თუ ვის რა აცვია."

2009 წელს ემიმ  შეუდგა მეორე ალბომზე მუშაობას "A Curious Thing." სახელწოდება შემთხვევით არ იყო შერჩეული: ეს სიტყვა ახალ სიმღერიდან: "No Roots"_დან არის, სადაც ემი განიხილავს ცხოვრების არს, რომელიც შესამჩნევად შეიცვალა იმის შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტზე ხმის ჩამწერ სტუდიასთან. "A Curious Thing"_ის ალბომის ჟღერადობა პირველი სტუდიური ალბომის ჩანაწერისაგან, ეს იმით აიხსნება, რომ ტურეის დროს ემიმ და თავისი მუსიკოსები ყოველთვის აწყობდნენ ექსპერიმენტებს, ცვლიდა ვარიაციებს თავის სიმღერებში და ამან მიიყვანა ემი იმ აზრამდე, რომ ახალ ალბომზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი სხვადასხვა ინსტრუმენტებით, რათა მიეღწია გარემომცველ და ახალ ჟღერაბობას.

- ემი მაკდონალდი იხამებს შეუხამებელს თავის თავში. ის ცნობილია მთელს მსოფლიოში, მისი ალბომები კარგად იყიდება, ხოლო მისი კონცერტები ტარდება უამრავ ქვეყნებში ლეგენდარულ სცენებზე, მიუხედავად ამისა მომღერალი ახერხებს თავის თავში შეინარჩუნოს ცხოვრებისეული ღირებულებები, დარჩა ერთგული და არ მიეცა ვარსკლავური ცხოვრების ვნებებს. მისთვის მუსიკა არის უპირველესად ცხოვრებისეული ღირებულება და სწორედ ამიტომ ახალგაზრდა შოტლანდიელ გოგონას ეკუთვნის უამრავი თაყვანისმცემელების გულები.

ძიება

New

BMW

House

Reclama

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩანაწერების არქივი


R.co Music © 2024